ვარ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ტრეიდერი. ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო, შევქმნა და გავაუმჯობესო ახალი სტრატეგიები და უნარები ამ სფეროში. ტრეიდინგი 2018 წელს გართობისთვის დავიწყე და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საქმიანობა ოდესმე ჩემი პროფესია გახდებოდა. ბევრი მოგებისა და წაგების შემდეგ, 2020 წელს ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. დღეს ტრეიდინგი ჩემთვის ყველაფერია – ის არის როგორც ჩემი პროფესია, ასევე ჩემი ჰობი.
სამი წლის წინ შევქმენი "კრიპტოლაბი" – ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კრიპტოვალუტის მოყვარულებსა და ტრეიდერებს. უკვე ორი წელია, ჩემს ცოდნას ვუზიარებ ადამიანებს ტრეიდინგის კურსების საშუალებით. მიხარია, რომ ვხედავ უამრავ წარმატებულ და საკუთარ გზაზე დამდგარ ადამიანს, რაც დიდ ბედნიერებასა და მოტივაციას მაძლევს.