Udemy
Turn what you know into an opportunity and reach millions around the world.
Learn More
Your cart is empty.
Keep shopping
UX/UI დიზაინის კურსი ანრი შაკიაშვილისგან
Highest Rated
Rating: 5.0 out of 5(57 ratings)
113 students

UX/UI დიზაინის კურსი ანრი შაკიაშვილისგან

კურსი შექმნილია დამწყებებისთვის და მათთვის, ვისაც ამ სფეროში სხვადასხვა პროფესიებიდან გადმოსვლა სურს.
Last updated 6/2025
Georgian

What you'll learn

  • როგორ გახდეთ UX/UI დიზაინერი.
  • როგორ მართოთ დიზაინ-ეტაპები: ემპათია, განსაზღვრა, იდეაცია, პროტოტიპირება და ტესტირება.
  • როგორ დაგეგმოთ კვლევები, ჩაატაროთ ინტერვიუები და გამოყენებადობის ტესტირება, ასევე გაანალიზოთ მიღებული შედეგები.
  • როგორ იმუშავოთ ფონტებსა და ფერებთან.
  • როგორ შექმნათ და გამოიყენოთ UI-Kit, Style Guide, Design System.
  • როგორ შექმნათ პროფესიონალური UX პორტფოლიო, რომელიც მოიცავს პროექტებს იდეის გაჩენიდან საბოლოო რეალიზაციამდე, რათა მზად იყო სამსახურის საძიებლად.
  • როგორ გადასცეთ მაკეტი დეველოპერებს.
  • როგორ მიიღოთ უკუკავშირი და ასევე გასცეთ.
  • როგორ ელაპარაკოთ სწორად თქვენსავე კოლეგებს.

Course content

18 sections • 18 lectures • 9h 29m total length
  • შესავალი58:12

    - კურსის შესახებ
    - შესავალი UX/UI დიზაინში

  • დავალება (შესავალი)

Requirements

  • კომპიუტერი (Windows, Mac)
  • Figma
  • ნებისმიერი ბრაუზერი

Description

გამარჯობა, მე ანრი შაკიაშვილი ვარ — საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული დიზაინ-ბლოგერი და UX/UI დიზაინის მენტორი.


სავარაუდოდ, გეცნობი ჩემი ინსტაგრამის პოსტებიდან და ვიდეოებიდან.
და რადგან ახლა ამ ტექსტს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ ოდესმე შენც გიფიქრია საკუთარი აპლიკაციის, ვებსაიტის ან ბლოგის დიზაინის შექმნაზე.

დღეს ციფრულ პროდუქტებს ისე ხშირად და ბუნებრივად ვიყენებთ, რომ ვერც კი ვუფიქრდებით — ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და ფინანსური ბაზრის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
ახალი, ვირუსულად გავრცელებული აპის იდეის მოფიქრება მარტივია. მაგრამ მისი რეალობად ქცევა — თითქოს რთული ამოცანაა… ან ასე შეიძლება გეგონოს.


სწორედ ამიტომ შევქმენი ეს UX/UI დიზაინის ონლაინ კურსი.

ამ კურსში მე და შენ ერთად ვისწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ UX/UI დიზაინერად დაიწყო მუშაობა.
ამისთვის გამოვიყენებთ პროფესიონალურ და ამავე დროს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტს — Figma-ს.

კურსის განმავლობაში:

  • გაეცნობი UX/UI დიზაინის პრინციპებსა და სტრუქტურას

  • ისწავლი ვიზუალური დიზაინის ელემენტებს, იერარქიას და კომპოზიციას

  • გაივლი დიზაინის პროცესს — კვლევიდან საბოლოო შედეგამდე

  • და შეისწავლი ფერებისა და შრიფტების სწორად შერჩევის ტექნიკებს


ეს კურსი იდეალურია მათთვის:

  • ვინც ახალია დიზაინის სფეროში

  • ან კი არასდროს გაჰკარებია UX/UI-ს

  • მაგრამ სურს ციფრული დიზაინის სფეროში თავისი გზა დაიწყოს თავდაჯერებულად და საფუძვლიანად


კურსის განმავლობაში გელოდება პრაქტიკული დავალებები, რეალური მაგალითები და ბევრი შთაგონება.
ყველა ნაბიჯი დაგეხმარება არა მხოლოდ თეორიის გაგებაში, არამედ უნიკალური ნამუშევრების შექმნაში — რომლებსაც დაამატებ შენს პორტფოლიოში.

მოკლედ რომ ვთქვათ:
დროა, შენი დიზაინერული გზა დაიწყოს სწორად — ნულიდან პროფესიონალამდე.




Who this course is for:

  • დამწყებებისთვის - თუ შეგიძლიათ ბრაუზერში მუშაობა, ეს საკმარისია სტარტისთვის. დანარჩენს მე გასწავლით.
  • სტუდენტებისთვის - ბევრ ჩვენგანს პირველ ცდაზე არ გამოსდის საოცნებო პროფესიის არჩევა. თუ წლების შემდეგ გადაწყვიტეთ რაიმე სიახლე შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში - მაშინ გელოდებით!
  • დეველოპერებისთვის - მათთვის, ვისაც დიზაინში უკვე აქვს გამოცდილება, თუმცა სურს სიცარიელეები ამოავსოს თეორიასა და პრაქტიკაში. დიზაინერი არასოდეს წყვეტს სწავლას და ეს არის წარმატების წინაპირობა.
  • UX დიზაინერებისთვის - ვისაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია და ჩაუღრმავდეს დიზაინ პრინციპებს.
  • ვინც დაიკარგა - ადამიანები, ვინც ადრე გაიარეს კურსი და ვერ იპოვეს ჭეშმარიტების გზა.
  • პროექტის მენეჯერებისთვის - ვინც პროექტებს მართავს და სურთ უკეთესი ხედვის ჩამოყალიბება.