Udemy
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
Turn what you know into an opportunity and reach millions around the world.
Learn More
Your cart is empty.
Keep shopping
წარმატებული ფრილანსინგი Upwork-ზე
Rating: 5.0 out of 5(1 rating)
3 students

წარმატებული ფრილანსინგი Upwork-ზე

რეალური გამოცდილება, პრაქტიკული კურსი
Last updated 6/2025
Georgian

What you'll learn

  • ისწავლი როგორ შექმნა პროფესიონალური და მიმზიდველი პროფილი Upwork-ზე
  • გაიგებ როგორ დაწერო proposal-ები, რომლებიც კლიენტების ყურადღებას იპყრობს
  • ნახავ რა მუშაობს კლიენტთან კომუნიკაციაში და როგორ წარმართო საუბარი თავდაჯერებულად
  • ისწავლი როგორ ამოიცნო ცუდი კლიენტი და როგორ აირიდო სტრესული პროექტები
  • შეძლებ მოძებნო სანდო და მაღალი ბიუჯეტის კლიენტები
  • მიიღებ სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარება გაზარდო შემოსავალი და დაიმკვიდრო ადგილი კონკურენტულ ბაზარზე
  • გაიგებ იურიდიული და ფინანსური მხარეები – როგორ იმუშაო Upwork-ზე საქართველოდან ლეგალურად და სტაბილურად
  • უნიკალურ ვიდეოში ნახავ რას ხედავს კლიენტი შენს proposal-ზე, პროფილსა და მესიჯებზე – პირდაპირ მათი მხრიდან

Course content

9 sections • 25 lectures • 2h 17m total length
  • ინტრო1:42

Requirements

  • კურსის გავლისთვის წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო

Description

კურსი განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც ახლა იწყებს მუშაობას Upwork-ზე და ჯერ პროფილიც კი არ აქვს, ასევე მოქმედი ფრილანსერებისთვის, ვინც უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ვერ იღებს საკმარის შეკვეთებს ან ვერ მიაღწია სასურველ შემოსავალს.


Upwork-ზე კონკურენცია მაღალია - მხოლოდ რეგისტრაცია და პროფილის შევსება არ კმარა. თუ გინდა, რომ დაგიკავშირდნენ კლიენტები, მოიგო პროექტები და იმუშაო მაღალბიუჯეტიან დავალებებზე, საჭიროა იცოდე რა მუშაობს რეალურად — როგორ ფიქრობს კლიენტი, რას ეძებს და როგორ უნდა მოირგო შენი პროფილი, უნარები და წარდგენა მისი მოლოდინების შესაბამისად.


მე ვარ პროგრამული არქიტექტორი 16 წლიანი გამოცდილებით, ბოლო 6 წელი კი მხოლოდ Upwork-ზე ვმუშაობ სრულ განაკვეთზე. ამ პერიოდში 60-ზე მეტ კლიენტთან მქონია წარმატებული თანამშრომლობა და გამომიმუშავებია $500,000-ზე მეტი. რაც მთავარია — ეს ყველაფერი ნულიდან დავიწყე. და ზუსტად ვიცი, როგორია პირველი ნაბიჯები, ეჭვები, შეცდომები და როგორ უნდა აუარო მათ გვერდი.


კურსში დეტალურად ისწავლი:


  • როგორ შექმნა ძლიერი და კონკურენტუნარიანი პროფილი

  • როგორ იპოვო პირველი პროექტი მაშინაც კი, როცა არ გაქვს გამოცდილება

  • როგორ დაწერო proposal-ი, რომელიც არ დაიკარგება და ყურადღებას მიიპყრობს

  • როგორ ააშენო ნდობა კლიენტებთან, აიმაღლო რეიტინგი და მიიღო მუდმივი შეთავაზებები

  • როგორ გადაქციო Upwork სტაბილურ და მზარდ შემოსავლის წყაროდ



კურსი აგებულია რეალურ გამოცდილებაზე - არ არსებობს თეორია, რომელსაც მე თვითონ არ გამოვცადე. შენი დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ თითოეული გაკვეთილი არის კონკრეტული, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული.


თუ გსურს დაიწყო Upwork-ზე კარიერა სწორად, აიცილო დამწყებების შეცდომები და შექმნა მომგებიანი ფრილანსერობა - ეს კურსი შენთვისაა.

Who this course is for:

  • ყველასთვის ვისაც აქვს უნარები თავისი სერვისის დისტანციურად მიწოდების