Udemy
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
Turn what you know into an opportunity and reach millions around the world.
Learn More
Your cart is empty.
Keep shopping
სტრუქტურული დიზაინის ნახაზების კითხვის კურსი
Highest Rated
Rating: 4.8 out of 5(20 ratings)
43 students

სტრუქტურული დიზაინის ნახაზების კითხვის კურსი

კონსტრუქციული, იგივე სტრუქტურული ნახაზების კითხვა.
Last updated 2/2024
Georgian

What you'll learn

  • რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი
  • კონსტრუქციის ნახაზების კითხვის საფუძვლები
  • რისგან შედგება თითოეული კონსტრუქციული ელემენტის სამშენებლო დოკუმენტაცია
  • რა მინიმალური ცოდნა უნდა შევიძინოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ ინჟინერ-კონსტრუქტორად

Course content

4 sections19 lectures3h 23m total length
  • რისგან შედგება კონსტრუქციული ნახაზები12:14
  • გამოსცადე საკუთარი თავი
  • განმარტებითი ბარათი8:12
  • პირობითი აღნიშვნები17:33
  • შტამპი5:44
  • მასალის ამოკრეფა4:15

Requirements

  • საჭიროა, იცოდეთ ძირითადი სამშენებლო ტერმინები, როგორიცაა სვეტი,რიგელი, და ა.შ.
  • სასურველია იყოთ მეორე ან უფრო მაღალ კურსზე სამშენებლო სფეროს მიმართულებით

Description

იხილეთ კურსის აღწერა და ძირითადი საკითხები

- რას შეისწავლით კურსის განმავლობაში:
- აღნიშნულ კურსზე თქვენ შეისწავლით თუ რისგან შედგება შენობა-ნაგებობების პროექტის სტრუქტურული ნაწილი.
- ისწავლით, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ პროექტის სტრუქტურული ნაწილის ნახაზები. (რკინაბეტონის კონსტრუქციები)

- გაეცნობით ხაზვის ძირითად პრინციპებს.

- კიდევ რას გაეცნობით? გაცენობით სტრუქტურული, იგივე კონსტრუქციული ნახაზების შემადგენელ თითოეულ ძირითად ელემენტს  დეტალურად. როგორიცაა: თავფურცელი, ნახაზების ჩამონათვალი, ქვაბული, საძირკველი (სხვადასხვა ტიპები), მონოლითური კედლები, გადახურვის ფილები, სვეტები, რიგელები, დიაფრაგმები, ტიხრები და გულარები, პარაპეტი და ა.შ. ზოგადად განვიხილავთ სპეციფიკაციებს, ანუ მასალის ხარჯს , რაც გულისხმობს ბეტონისა და არმატურის მოცულობების დათვლას.

- რა მასალებს გამოვიყენებთ: კურსის განმავლობაში, ძირითადად გაეცნობით კომპანია კუბიკონის მიერ დამუშავებულ ნახაზებს, ასევე, Revit_ში აგებულ მოდელებს, ხოლო დამატებით მასალებად გადმოგეცემათ კონკრეტულ ლექციებზე მიბმული ლიტერატურა და დამხმარე საშუალებები ცოდნის გაღრმავებისთვის.

- რა მასალა მოყვება კურსს? კურსის კონკრეტულ ლექციებზე, მიბმული იქნება თქვენთვის საჭირო დამატებითი მასალები და ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტი დეტალიზებით გაიგოთ თქვენთვის საჭირო საკითხები.

- ვისთვის არის კურსი განკუთვნილი? კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც სურს, გაიღრმაოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ნახოს, თუ რისთვის სჭირდება ნასწავლი მასალა და როგორ უნდა გამოიყენოს ის. გარდა ამისა, კურსი განკუთვნილია მათთვისაც, ვისაც სურს, გაიგოს უფრო მეტი კონსტრუქციებზე ან მიიღოს ზოგადი ცოდნა ამ მიმართულებით.

- კურსის გავლის შემდგომ რა მეცოდინება ? კურსის გავლის შემდგომ, თქვენ გეცოდინებათ, თუ რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლებია ესენი, როგორ მუშავდება თითოეული მათგანი და რა აუცილებელი პირობები არის ამისთვის საჭირო რომ სწორად შევასრულოთ კონსტრუქციული ნახაზები.

- რა ცოდნა მჭირდება კურსის გავლის პერიოდში? კურსის გავლის პერიოდში, სასურველია, გქონდეთ სამშენებლო სფეროში ზოგადი ცოდნა, იცოდეთ რა არის სტრუქტურული ელემენტები, თუმცა თუ ჯერ არ იცით, მაინც შეიძლება გაიაროთ კურსი და ისწავლოთ, რა უნდა იცოდეთ თუ გადაწყვიტეთ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა და მუშაობა.

Who this course is for:

  • ეს კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორისთვის, რომელსაც სურს, რომ გაიღრმაონ ცოდნა
  • განკუთვნილია სამშენებლო სფეროს მოქმედი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პირველი სამსხურის მოძებნა ამ სფეროში
  • ვისაც აინტერესებს, თუ რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის მიხედვითაც აშენებს მშენებელი
  • განკუთვნილია დამწყები მშენებლებისთვის, ვისაც სურს, უფრო მაღალ დონეზე ისწავლოს კონსტრუქციული ნახაზების კითხვა