Udemy
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
    •  
Turn what you know into an opportunity and reach millions around the world.
Learn More
Your cart is empty.
Keep shopping
ჭრა-კერვის კურსი მოყვარულთათვის
Rating: 5.0 out of 5(1 rating)
2 students

ჭრა-კერვის კურსი მოყვარულთათვის

თავად შეიქმენით თქვენთვის ტანსაცმელი
Last updated 11/2024
Georgian

What you'll learn

  • სტუდენტს ეცოდინება ყველა საჭირო ხელსაწყო კერვის შესასწავლად
  • სტუდენტს შეეძლება ზომების აღება თარგის შესაქმნელად
  • სტუდენტს ეცოდინება საკერავი მანქანის სტრუქტურული და ფუნქციური გამოყენება
  • სტუდენტს შეეძლება თარგის აგება ზომების მიხედვით ინდივიდუალური მეთოდიკით
  • სტუდენტი შეისწავლის ლამბის გაკეთებას.
  • კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი თავდაჯერებულად შექმნის ქვედაბოლოს და შარვალს რეზინზე
  • სტუდენტს შეეძლება ტექნოლოგიურად დაამუშაოს შექმნილი პროდუქტი
  • კურსის გავლსი დროს შეიწავლით ქსოვილის ანგარიშს პროდუქტის სწორედ და ბიუჯეტურად დასამზადებლად

Course content

10 sections • 10 lectures • 1h 48m total length
  • შესავალი1:03

Requirements

  • არ არის საჭირო კერვის ცოდნა
  • საკერავი მანქანა
  • უთო და საუთოო მაგიდა
  • ნაჭრის მაკრატელი
  • ქაღალდის მაკრატელი
  • მრღვეველი
  • სანტიმეტრის ლენტა
  • ცარკცი ან საპონი
  • მარკერი
  • ქინძისთავები
  • ქაღალდი თარგის ასაგებად
  • რეზინი

Description

მოგესალმებით, მე გახლავართ ჭრა-კერვის პედაგოგი, უფრო კონკრეტულად, კონსტრუირებისა და მოდელირების პროგრამის ავტორი ნატალია ფერაძე. პროგრამა მოიცავს კერვის საბაზისო საფუძვლებს, შექმნილია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ კერვა, და ასევე მათთვის, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ სფეროში. კურსის ბოლოს, თქვენ შეძლებთ შეკეროთ ქვედაბოლო და ერთნაკერიანი შარვალი, და ასევე შეძლებთ დასრულებული პროდუქტის გამოყენებას.

პროგრამა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალებს. თეორიული ნაწილი მოიცავს თარგის დამზადებას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი გულისხმობს პროდუქტის გამოჭრას და დასრულებას. პროგრამის მეთოდიკა მოიაზრებს ინდივიდუალური ზომების მიხედვით პროდუქტის დამზადებას: თარგის აგებას ზომების მიხედვით, თარგის მოდელირებას, გამოჭრას და შეკერვას.

სილაბუსი შედგება 9 გაკვეთილისგან:

1. ხელსაწყოები: ინსტრუმენტების მიმოხილვა, რომელიც დაგჭირდებათ ამ კურსისთვის, მათი ცოდნა დაგეხმარებათ როგორც თარგის აგებაში, ისე პროდუქტის დასრულებაში, გამოჭრაში და შეკერვაში.

2. ზომების აღება: შეისწავლით ზომების აღებას თარგის დასამზადებლად ინდივიდუალური მეთოდიკით.

3. სამკერავი მანქანა: მანქანის სტრუქტურისული და ფუნქციური შესწავლა

4. ნაკერების სხვადასხვა ვარიაციები: გვირისტის სხვადასხვა ტიპების შესწავლა, სწორი გვირისტის, რკალური გვირისტის და ასევე კუთხის.

5. ხელის გვირისტი: სამი სახის ხელის გვირისტის ტექნიკის სწავლა.

6. ქვედაბოლოს თარგის აგება: ქვედაბოლოს თარგის აგება ინდივიდუალური ზომების მიხედვით.

7. ქვედაბოლოს გამოჭრა და დასრულება

8. ერთნაკერიანი შარვლის თარგის აგება: შარვლის თარგის აგება ინდივიდუალური ზომების მიხედვით.

9. შარვლის გამოჭრა და დასრულება


საჭირო ხელსაწყოებია:

· საკერავი მანქანა

· უთო და საუთოო მაგიდა

· ქსოვილის მაკრატელი

· ქაღალდის მაკრატელი

· პატარა მაკრატელი (მრღვეველი)

· სანტიმეტრის ლენტა

· ქინძისთავები

· ქაღალდი თარგის ასაგებად

· მარკერი

· ცარცი ან ქსოვილის საპონი

· რეზინი


გისურვებთ წარმატებული არჩევნის გაკეთებას.

Who this course is for:

  • ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეიძლინოს საბაზისო ცოდნა კერვაში
  • ვისაც სურს შექმნას უნიკალური და ორიგინალური პროდუქცია
  • დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ გააძლიერონ თავიანთი კრეატიულობა სწავლით, თუ როგორ გააცოცხლონ იდეები ქსოვილისა და დიზაინის საშუალებით.
  • ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მოირგოს მათი შექმნილი ტანსაცმელი