
თანამედროვე ცხოვრებაში MS Word-ის ცოდნა თითქმის ყველა სფეროში აუცილებელია — იქნება ეს სწავლა, სამუშაო, კვლევითი პროექტები თუ საოფისე საქმიანობა. სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებს ხშირად მოეთხოვებათ დოკუმენტების მოწესრიგებული პრეზენტაცია, ხოლო ოფისებში — პროფესიული და სტანდარტებთან შესაბამისი ფაილების შექმნა. სწორედ ამიტომ, კურსი მიზნად ისახავს MS Word-ის ძირითადი ფუნქციების ათვისებას პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.
კურსი მოიცავს MS Word-ის საწყის და საშუალო დონის ელემენტებს:
ტექსტურ დოკუმენტებზე მუშაობის საფუძვლებს, როგორიცაა:
• შრიფტის ტიპისა და ზომის შეცვლა, ხაზგასმა, ფერის მინიჭება (Font)
• აბზაცის გასწორება, მარკირება, ხაზებს შორის დაშორების რეგულირება (Paragraph)
• სათაურებისა და სტრუქტურის ფორმატირება სტილების დახმარებით (Styles)
• ტექსტის მოძებნა და ჩანაცვლება (Editing)
დოკუმენტში სხვადასხვა ელემენტების დამატება, რომლებიც ტექსტს ხდის ვიზუალურად მიმზიდველსა და ინფორმაციულს:
• სურათების, ფორმების და SmartArt ელემენტების ჩასმა
• დიაგრამებისა და გრაფიკების შექმნა მონაცემების ვიზუალიზაციისთვის
• ცხრილების შექმნა და გარე ცხრილების იმპორტი და ფორმატირება
დოკუმენტის პროფესიულად დამუშავება და ტექსტების/ობიექტების განლაგება გვერდზე:
• გვერდის ფონის შეცვლა – ფონის ფერი, watermarks და გვერდის ჩარჩოები
• გვერდის მინდვრების (margins) მართვა
• გვერდის ფორმების, ზომებისა და ტიპების შერჩევა
კვლევითი ნაშრომისთვის აუცილებელი ჩანართების გამოყენება:
• ავტომატური სარჩევის შექმნა დოკუმენტის სტრუქტურიდან გამომდინარე
• წიგნის, სტატიის, კვლევითი ნაშრომის წყაროს (Citation) დამატება
• ავტომატური ბიბლიოგრაფიის შექმნა ციტირებული წყაროებიდან
ეს კურსი გავლის შემდეგ, მსმენელი შეძლებს დამოუკიდებლად იმუშაოს MS Word-ის დოკუმენტში და შექმნას პროფესიული დოკუმენტები როგორც სასწავლო მიზნებისთვის, აგრეთვე საოფისე ანდ პირად გამოყენებისთვის.
კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სწრაფად და ეფექტურად დაეუფლოს MS Word-ს.
გისურვებთ წარმატებას!
*This course contains the use of artificial intelligence for a promo video/ეს კურსი შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერებულ ვიდეოს მხოლოდ სარეკლამო მიზნებით