
ბოლო დროს ბლოკჩეინი საყოველთაო განხილვის თემაა.
ვინც არ იცით, ბლოკჩეინი ეს არის, პროგრამული უზრუნველყოფა, ან მას შეიძლება ეწოდოს ძრავა ციფრული ვალუტის უკან. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს გადახდების, გადარიცხვებისა და ტრანზაქციების გამოსაყენებლად.
მაგრამ ბლოკჩეინი არ არის მხოლოდ ფულის გაგზავნა და მიღება! მნიშვნელოვანია გვესმოდეს ბლოკჩეინის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან ჩვენ საბოლოოდ გავხდებით მისი ყველა სარგებლის ბენეფიციარი და თუ თქვენ არ იცით ყველა ამ სარგებელის შესახებ, მაშინ დროა დაიწყოთ სწავლა.
ბლოკჩეინი. ბლოკჩეინი არის ციფრული ჩანაწერები, რომელსაც მართავს კომპიუტერების ქსელი პი2პი კონფიგურაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინი არის მონაცემთა და ტრანზაქციების ერთობლიობა, რომელიც ინახება და მუშავდება კომპიუტერების მიერ მთელი მსოფლიოდან. ბლოკჩეინის კონფიგურაცია კომპიუტერებისა და კრიპტოგრაფიის ქსელს იყენებს უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ. იმისათვის რომ, მარტივად გაიგოთ თუ რა არის ბლოკჩეინი, უნდა იცოდეთ ორი ტერმინის მნიშვნელობა: ცენტრალიზებულის და დეცენტრალიზებულის. ცენტრალიზებულ პლატფორმებზე თქვენ ვერ შეძლებთ გაგზავნოთ ან მიიღოთ რამე ინფორმაცია ერთი კონკრეტული წერტილის გავლის გარეშე, რომლებსაც ეწოდება სერვერი. ცენტრალიზებული პლატფორმების შესანიშნავი მაგალითია გოოგლე და ბანკები. დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე ინფორმაციას არ სჭირდება ერთ კონკრეტულ წერტილში გავლა. პლატფორმა ბლოკჩეინის საშუალებით მრავალ კომპიუტერს აკავშირებს ერთმანეთთან, რაც ქმნის პი2პი ქსელს. ამ შემთხვევაში ბიტქოინი, ეთერეუმი და სხვა კრიპტოვალუტები დეცენტრალიზებულ გადახდის საშუალებას წარმოადგენს.
დეცენტრალიზაცია არის ბლოკჩეინის მთავარი კომპონენტი, რომელიც ხდის მას უსაფრთხოს და გამჭვირვალეს. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ერთი ცენტრალიზებული სერვერის ნაცვლად, არის მრავალი კომპიუტერი მთელ მსოფლიოში, რომლებიც ინახავს ინფორმაციას. ეს თითქმის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დაკარგვას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა კომპიუტერი დაზიანდეს მთელი მსოფლიოდან ან დაკარგოს თქვენი მონაცემები. ასე, რომ უამრავი კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაშიც კი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება სხვა კომპიუტერებში.
სტრუქტურა და უცვლელობა. ყველა მონაცემი, რომელიც გადაიცემა ბლოკჩეინით იწერება ბლოკებში, რომლებიც შემდგომში უკავშირდება წინა ბლოკს, რაც ქმნის ბლოკების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, იგივე ბლოკჩეინს. ტრანზაქციების ეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობა უცვლელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც გადაიცემა და ჩაიწერება ინფორმაცია ბლოკჩენში, მისი შეცვლა შეუძლებელია. რაც ადასტურებს, რომ ვერავინ შეძლებს ისტორიის თავისი გემოვნებით შეცვლას.
გამჭვირვალობა და ანონიმურობა. ბლოკჩეინის ტრანზაქციებში ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე და საჯაროა, გარდა მომხმარებლის პირადი ინფორმაციისა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალეა, მაგრამ პირი ვინც ტრანზაქცია განახორციელა სრულიად ანონიმური. ბლოკჩეინში მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება ე.წ. აიდებით, რომლებიც არ ავლენს მომხმარებლის პირად ინფორმაციას. ინფორმაციის ეს გამჭვირვალობა არის ის ფაქტორი, რომელიც აძლევს მომხმარებელს სიმშვიდეს.
კრიპტოგრაფია. კრიპტოგრაფია არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში მონაცემთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. კრიპტოგრაფია არის მათემატიკური გამოთვლები, რომელიც გამოიყენება მონაცემების დამალვისა და ჩაკეტვის მიზნით, რათა მონაცემები არ იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. დეცენტრალიზაციის, კრიპტოგრაფიის და გამჭვირვალობის კომბინაცია ბლოკჩეინს აძლევს უნიკალურ მახასიათებლებს. დეცენტრალიზაცია უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ინახავს მონაცემებს უსაფრთხოდ, ხოლო გამჭვირვალობა მეტ ნდობას გვიჩენს მომხმარებლებს. კრიპტოგრაფია ქმნის გარემოს, სადაც ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია ყველასთვის ისე, რომ გამგზავნის შესახებ პირადი ინფორმაცია არ ვლინდება.
ბლოკჩეინის უპირატესობები. ბლოკჩეინში შენახული ინფორმაცია არის წარმოუდგენლად უსაფრთხო, რადგან ინფორმაციის ასლები ინახება ბევრ კომპიუტერზე მთელ მსოფლიოში. აგრეთვე, აქვს უსწრაფესი ტრანზაქცია. ბლოკჩეინი ზრდის ტრანზაქციის სიჩქარეს, რადგან ტრანზაქცია გადადის პირდაპირ მიმღებზე და ის არ გაივლის უამრავ ცენტრალიზებულ სერვერს თუ ანონიმურ შუამავალს.
ბევრი წყარო უკავშირდება ბლოკჩეინის დაბადებას ბიტკოინის გამოგონებასთან, მაგრამ სინამდვილეში, სანამ ბიტკოინი ქმნიდა მოქმედ სისტემას, მის უკან არსებული ცნებები და ტექნოლოგიები აღწერილი იყო ბიტკოინის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.
სატოში ნაკამოტომ 2008 წელს გამოაქვეყნა თეთრი ფურცელი სახელწოდებით „Bitcoin: Peer-to-Peer Electronic Cash System“, სადაც აღწერილი იყო ბიტკოინის იდეა – ელექტრონული ვალუტა, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და რომელსაც არ აკონტროლებს არცერთი ცენტრალური ხელისუფლება.
მომდევნო წელს, 2009 წელს, კონცეფცია რეალობად იქცა ბიტკოინის შექმნით.
ამით დაიწყო საჯარო ბლოკჩეინებისა და კრიპტოვალუტების შექმნა.
ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია ეროვნულ დონეზე დანერგა. ესტონეთი ტექნოლოგიური წინსვლით წინა პლანზე 1997 წლიდან ავიდა. 2005 წელს ესტონეთმა შემოიღო ინტერნეტით ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ამ დროისთვის ესტონეთმა უკვე შეიმუშავა თავისი ციფრული იდენტურობა, ელექტრონულ გადასახადებსა და ელექტრონულ მმართველობაში.
მიუხედავად იმისა, რომ 2011-2014 წლებში გაიხსნა 700 მილიონზე მეტი ახალი საბანკო ანგარიში, ჯერ კიდევ 2 მილიარდზე მეტი ადამიანია ბანკის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ წვდომა რაიმე სახის ფინანსურ ინსტიტუტზე.
საბანკო ანგარიშის არქონა ბევრად ართულებს ფინანსურ სტაბილურობას.
კრიპტოგრაფიის პირველ ტიპს ეწოდება სიმეტრიული კრიპტოგრაფია, რადგან ის იყენებს მხოლოდ ერთ გასაღებს.
ეს გასაღები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დაშიფვრისთვის, ასევე გაშიფვრისთვის.
ასიმეტრიული კრიპტოგრაფია, იყენებს ორ ცალკეულ გასაღებს მონაცემთა ჩაკეტვისა და განბლოკვისთვის.
ამ გასაღებებს ეწოდება საჯარო და პირადი გასაღებები.
ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც თან ახლავს სიმეტრიულ კრიპტოგრაფიას.
ბლოკჩეინთან დაკავშირებული კიდევ ერთი კრიპტოგრაფიული ფუნქცია არის ჰაშინგი.
ჰეშინგი ერთგვარი კრიპტოგრაფიაა.
ბლოკებში შენახული ინფორმაცია დაცულია და ინახება, როგორც რიცხვების დიდი სტრიქონი, რომელსაც ეწოდება ჰეში ან ჰეშის მნიშვნელობა, რომელიც არასოდეს შეიცვლება.
დაშიფვრის ალგორითმები მუშაობს გასაღებებთან დაშიფრული მონაცემების დასაცავად.
ეს გასაღებები აძლევს მომხმარებლებს მონაცემების დაშიფვრისა და გაშიფვრის უფლებას.
გასაღებები, როგორც წესი, ძალიან გრძელი რიცხვებია, რომლებიც გაერთიანებულია იმ მონაცემებთან, რომელთა დამალვაც გსურთ და შემდეგ დაშიფრულია.
აღწერა
ბოლო დროს ბლოკჩეინი საყოველთაო განხილვის თემაა.
ბლოკჩეინი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ძრავა ციფრული ვალუტის უკან. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს აქტივების გადარიცხვებისა და სხვადასხვა ტრანზაქციებისთვის.
ბლოკჩეინი არ არის მხოლოდ ფულის გაგზავნა და მიღება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ბლოკჩეინის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან ჩვენ საბოლოოდ გავხდებით მისი ყველა სარგებლის ბენეფიციარი და თუ თქვენ არ იცით ყველა ამ სარგებელის შესახებ, მაშინ დროა დაიწყოთ სწავლა :).
ეს ონლაინ კურსი მოიცავს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის საფუძვლებს:
ყველაფერი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბლოკჩეინი, როგორ შეიქმნა ის, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რით არის ის უნიკალური და სასარგებლო და რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე. კურსი მოიცავს განმარტებას კრიპტოვალუტების შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი.
გარდა ამისა კურსი მოიცავს ჭკვიან კონტრაქტებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ისინი, რა არის მათი უპირატესობები და როგორ ხდის კრიპტოგრაფია მათ ასე უსაფრთხოს. რა არის დეცენტრალიზაცია და რა განსხვავებაა დეცენტრალიზაციასა და ცენტრალიზაციას შორის. რატომ დეცენტრალიზაცია და რა პრობლემას აგვარებს ის.
ასე რომ ამ კურსის დასრულების შემდეგ თქვენ თავისუფლად ჩაერთვებით კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინზე საუბრებში!
ტერმინებში შედის 50-მდე ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ტერმინი.
ეს კურსი დაგეხმარებათ სწრაფად დაეუფლოთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ბლოკჩეინში და კრიპტოვალუტაში.
ვისთვის არის ეს კურსი:
ამ კურსისთვის იდეალური სტუდენტია ის, ვისაც სურს სწრაფად გაიგოს და გააფართოოს თავისი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა, ასევე როგორ გამოიყენება ისინი ყოველდღიურობაში, რა პრობლემებს აგვარებს ისინი.
კრიპტოგრაფია; დეცენტრალიზაცია; ცენტრალიზაცია; public და private გასაღები; ბიტქოინი; სატოში; ტრანზაქცია ბლოკჩეინში; სიმეტრიული კრიპტოგრაფია; ასიმეტრიული კრიპტოგრაფია; დაშიფრვა; ჰაშინგი; გაზის დაანგარიშება; ბლოკჩეინის ადაპტაცია; სტრუქტურა და უცვლელობა; გამჭვირვალობა და ანონიმურობა;